თანხის დაბრუნების პოლიტიკა
როდის ბრუნდება გადახდილი თანხა, როდის არა და როგორ გამოვითხოვო — მოკლედ და ბოლომდე.
ბოლო განახლება: 2026 წლის 25 აგვისტო
1. სერვისის ხასიათი
Examo არის ციფრული მომსახურება. გადახდის დადასტურებისთანავე სრული წვდომა გეძლევა დაუყოვნებლივ, ჩამოტვირთვის ან ფიზიკური მიწოდების გარეშე.
სწორედ ამიტომ, გამოწერის გააქტიურებით ითხოვ ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შესრულებას და ადასტურებ, რომ ამ შემთხვევაზე არ ვრცელდება დისტანციური ხელშეკრულებიდან 14 დღის ვადაში უპირობოდ გასვლის უფლება.
2. გამოწერის გაუქმება
გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლია პროფილის გვერდიდან. გაუქმება აჩერებს ავტომატურ განახლებას.
უკვე გადახდილი პერიოდის გამოუყენებელი დღეები უკან არ ბრუნდება — სამაგიეროდ სერვისი სრულად აქტიური რჩება იმ პერიოდის ბოლომდე, რომელშიც გადაიხადე. ბოლო დღე ყოველთვის ჩანს პროფილში.
3. ცალკეული მიმართულების წაშლა
მიმართულების წაშლისას თანხა უკან არ ბრუნდება. მიმართულება რჩება აქტიური მიმდინარე პერიოდის ბოლომდე და აღარ მოხვდება მომდევნო ანგარიშში.
თუ მიმართულებას პერიოდის შუაში ამატებ, გადაიხდი მხოლოდ დარჩენილი დღეების პროპორციულ თანხას — ანუ ზედმეტს არასდროს იხდი.
4. როდის ვაბრუნებთ თანხას
თანხას სრულად ვაბრუნებთ შემდეგ შემთხვევებში:
- ერთი და იმავე პერიოდისთვის თანხა ორჯერ ჩამოგეჭრა
- თანხა ჩამოგეჭრა გამოწერის გაუქმების ან ბარათის წაშლის შემდეგ
- ჩამოგეჭრა არასწორი თანხა — ვაბრუნებთ სხვაობას
- ტექნიკური ხარვეზის გამო სერვისი ხანგრძლივად მიუწვდომელი იყო და პრობლემა ჩვენი მხრიდან გონივრულ ვადაში ვერ გამოსწორდა — ვაბრუნებთ შეფერხების პროპორციულ თანხას
თანხა არ ბრუნდება, თუ სერვისით უკვე ისარგებლე და ის გამართულად მუშაობდა, ან თუ ანგარიში შეჩერდა წესებისა და პირობების დარღვევის გამო.
5. როგორ მოვითხოვო
მოთხოვნა გამოგვიგზავნე ელ. ფოსტაზე info@examo.ge და მიუთითე:
- სახელი და გვარი, ანგარიშის ელ. ფოსტა ან ტელეფონის ნომერი
- გადახდის თარიღი და თანხა
- ბარათის ბოლო ოთხი ციფრი
- დაბრუნების მოთხოვნის მიზეზი
6. განხილვისა და დაბრუნების ვადა
მოთხოვნას განვიხილავთ და პასუხს გაგცემთ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე, რომლითაც გადაიხადე. საბანკო პროცედურის მიხედვით თანხის ასახვას სჭირდება დამატებით 5–10 საბანკო დღე.
7. ბანკში გასაჩივრება
თუ გადახდა გაუგებარია ან საეჭვოდ მიგაჩნია, გთხოვთ, ჯერ დაგვიკავშირდე — უმეტესი შემთხვევა წყდება ერთ დღეში და ბანკში გასაჩივრებაზე (chargeback) სწრაფად.
დაგვიკავშირდი: info@examo.ge · +995 598 78 76 01
- მომსახურების მიმწოდებელი
- შპს ისთეით გრუპისაიდენტიფიკაციო კოდი: 417901426იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ალექსიძის 1ელ. ფოსტა: info@examo.geტელეფონი: +995 598 78 76 01